შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ნ.ხ. იმ დროს დააკავეს, როცა დმანისი-ირგანჩაის საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები