ჩიჩუა-მარგველაშვილის წარსული და პრეზიდენტის ახალი გატაცება
გაზეთი “პრაიმტაიმი” პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ახალ გატაცებაზე წერს. ამასთან, გაზეთი პრეზიდენტის და მისი ახლანდელი პარტნიორი ქალის მაკა ჩიჩუას ძველ ურთიერთობებზე საუბრობს. ბოლო პერიოდში არაერთმა საინფორმაციო საშუალებამ დაწერა, რომ გიორგი მარგველაშვილის ახალი გატაცება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარ-სამსახურის თანამშრომელი ქრისტინე გარუჩავაა. გავრცელებული ინფორმაციით, მარგველაშვილი ქრისტინე გარუჩავას ჯერ კიდევ “ჯიპადან” მოყოლებული იცნობს.
ქრისტინე “ჯიპაში” რიგით თანამშრომლად მუშაობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, თავს არ ზოგავდა საკუთარი კარიერის შესაქმნელად. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქრისტინე სწორედ გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციით მოხვდა “მე-9 არხზე”. ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გოგონა პიარში გადაიყვანა.
მაკა ჩიჩუა “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნავს, რომ იგი იცნობს ქრისტინეს და ისინი ერთადაც მუშაობდნენ, ხოლო გიორგი მარგველაშვილსა და ქრისტინე გარუჩავას ურთიერთობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია, ამიტომ ის ამის გამო არ ეჭვიანობს. “ძალიან კარგი გოგოა და კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, თქვენ რაზე მელაპარაკებით, ამაზე როგორ შეიძლება კომენტარი გავაკეთო”, – ამბობს ჩიჩუა.
გაზეთი ჩიჩუასა და მარგველაშვილის თანაცხოვრებამდე მათი პირად ცხოვრების დეტალებსაც მიმოიხილავს.
“მაკა ჩიჩუამდე მარგველაშვილი ორ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. მისი ერთადერთი ქალიშვილი ანი მარგველაშვილი ტასო ვირსალაძისგან ჰყავს. არსებული ინფორმაციით, მარგველაშვილი მამა 23 წლის ასაკში გახდა, ხოლო არასრულწლოვანი ტასო ვირსალაძე – 15 წლის ასაკში უკვე დედა იყო. როგორც ჩანს, მარგველაშვილს ზრდასრულ ასაკში არასრულწლოვნები იზიდავდა, რადგან ადვილი წარმოსადგენია, თუ ტასო ვირსალაძემ 15 წლის ასაკში შვილი გააჩინა, რა ასაკიდან დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა. ტასომ, როგორც ამბობენ, ცხოვრების მეგზურად მალევე იპოვა გიორგის შემცვლელი. ეს გიორგის უახლოესი მეგობარი იყო… დამოუკიდებელი ცხოვრება განაგრძო 23 წლის გიორგიმაც. მცირე პაუზის შემდეგ მარგველაშვილმა მეორე ცოლი შეირთო – ხათუნა აბაშიძე. ეს ისტორიაც საკმაოდ სკანდალურია. აბაშიძის მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი, დათო ყიფიანი იყო. სწორედ ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა წყვილი, თანაც ძალიან მოკლე დროში. მაკა ჩიჩუას პირად ცხოვრებაში ერთადერთი ოფიციალური ქორწინება ფიქსირდება. მისი პირველი მეუღლე დიმიტრი დადიანი იყო. სწორედ მისი შვილია მარი, თუმცა ის რატომღაც დედის გვარს ატარებს. მიზეზი უცნობია”, – წერს “პრაიმტაიმი”.