“სამხარაულის მკვლელს თავი არ მოუკლავს – იგი მოკლეს“

 ,,ლევან სამხარაული იყო ადამიანი, რომელიც ზეწოლას ახდენდა ექსპერტებზე, რათა ჟვანიას საქმეზე მათ დაეწერათ ისეთი დასკვნა, როგორიც ხელისუფლებას ხელს აძლევდა, – ამის შესახებ ჟურნლისტმა ვახო კომახიძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. კომახიძე საგულისხმოს უწოდებს იმ გარემოებას, რომ ლევან სამხარაული მოკლეს ყვარელში და მისმა მკვლელმაც ორი იარაღით ყვარელში იმ რაიონში მოიკლა თავი, რომელსაც მისი თქმით, ზურაბ ადეიშვილი სრულად აკონტროლებდა.
“ლევან სამხარაული იყო ადამიანი, რომელიც ზეწოლას ახდენდა ექსპერტებზე, რათა ჟვანიას საქმეზე მათ დაეწერათ ისეთი დასკვნა, როგორიც ხელისუფლებას აწყობდა! ბუნებრივია, სამხარაული ამ დავალებას იღებდა ხელისუფლების პირველი პირებისგან, ანუ მან იცოდა, ვის აწყობდა ჟვვანიას ექსპერტიზის გაყალბება და ამიტომაც იყო საშიში სამხარაული ხელისუფლებისათვის…
საგულისხმოა, რომ ლევან სამხარაული მოკლეს ყვარელში და მისმა მკვლელმაც ორი იარაღით ,,თავი მოიკლა’’ ყვარელში, ანუ იმ რაიონში, რომელსაც ადეიშვილი მთლიანად აკონტროლებდა! დიახ, სამხარაულის მკვლელს თავი არ მოუკლავს. იგი მოკლეს! ყოვლად შეუძლებელია, რომ ადამიანმა ორი იარაღით მოიკლას თავი… ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა ყოვლად შეუძლებელია ისეთ არაჯანსაღ გარემოში, როგორსაც სააკაშვილის რეჟიმი ქმნიდა, როცა სრულიად ხელმიუწვდომელი იყო ინფორმაცია და მისი გადამოწმების შანსი არ არსებობდა. როცა ინფორმაციას არ გაძლევენ, იძულებული ხდები, ყველაფერი თქვა და დაწერო და ეს სწორიც არის, რათა საბოლოო ჯამში, მიაღწიო იმას, რომ ინფორმაცია მოგცენ!’’,- განუცხადა ,,ასავალ-დასავალს’’ ვახტანგ კომახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები