თეიმურაზ ციხისელი: ჩოხებში შესრულებულ ცეკვას განსაკუთრებულად იმახსოვრებს მაყურებელი

ბოსნია ჰერცოგოვინაში პოპულარულმა „Fire of Anatolia“-მ მორიგი შოუ გამართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა შემსრულებლებმაც მიიღეს. კონცერტს, რომელიც ზეტრა ჰოლში გაიმართა, 15 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
bosnia
როგორც ქართველი მოცეკვავე თეიმურაზ ციხისელი აცხადებს, ქართველთა ორიგინალურმა საცეკვაო ნომერმა განსაკუთრებული ყურადღება და აღფრთოვანება გამოიწვია დამსწრეთა შორის. „გავიტანეთ ყველაზე ეფექტური ნომერი, რომელიც ქართულ ხასიათს ასახავს და კარგად ჩანს ის ქართული ვაჟკაცური სულისკვეთება, რომელიც ჩადებულია ცეკვებში. ხალხის ემოცია იყო ძალიან დადებითი. ჩოხებში შესრულებულ ცეკვას განსაკუთრებულად იმახსოვრებს მაყურებელი. ჩვენი კულტურა უცხოელების ყურადღებას იქცევს და ყოველ გამოსვლაზე სრული ანშლაგია. ყველა ნომერს, რომელსაც ვასრულებთ განსაკუთრებული ემოცია მოსდევს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს თეიმურაზ ციხისელი.

ავტორი: ნინო ჯაჯანიძე
bosnia3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები