„ჟვანიას სექსუალური ორიენტაცია და "ნაციონალების" გულწრფელი შანტაჟი“
პრემიერის სექსუალური ორიენტაცია და “ნაციონალების” გულწრფელი შანტაჟი, – ამ სათაურით ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი”. როგორც წყარო აცხადებს, მიუხედავად სააკაშვილის მტკიცებისა, რომ მისთვის ზურაბ ჟვანიას სახელი წმიდათაწმიდა იყო და მან უბრალოდ ნამუსი შეუნახა მას, ე.წ. დანდობითი საუბრების წყალობით საქართველოში ყველა დაეჭვდა გარდაცვლილი პრემიერის ორიენტაციაზე.
“მართალია, სააკაშვილი გვიმტკიცებს, რომ მისთვის ზურას სახელი წმიდათაწმიდა იყო და მან, უბრალოდ ნამუსი შეუნახა მას, მაგრამ მის ამ განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად არსებობს, ვინაიდან შემთხვევიდან 9 წლის განმავლობაში მოსმენილი ე.წ. დანდობითი საუბრების წყალობით საქართველოში ყველა დაეჭვდა გარდაცვლილი პრემიერის ორიენტაციაზე. და მერე რა?.. თუ საზოგადოება უბრალოდ დასვამს ამ ძალიან მარტივ კითხვას, ალბათ, უფრო ადვილი გახდება ნაციონალების იმ გულწრფელ შანტაჟთან გამკლავება, რომელსაც უკვე რახანია გვამადლიან სრულიად საქართველოს.
თუმცა, არაშანტაჟური გულწრფელობით შეიძლება მოვითხოვოთ გრიფის ახსნა ფედერალური ბიუროს იმ ყბადაღებულ გასაიდუმლოებულ ნაწილზე, რომლის არსებობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რასაც თავის დროზე “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტი ვახო კომახიძეც ადასტურებდა: “თუ მართლა არსებობს “ეფ-ბი-აის” ასეთი დასკვნა, გვაჩვენონ. მისი განცხადებიდან გამოდის, რომ ყველასთვის ცნობილი დასკვნის საწინააღმდეგო სხვა დასკვნა დადო ფედერალური ბიურომ? ასეთი რამ წარმოუდგენელია. როდესაც მის მთავარ დოკუმენტზე ფილმი გავაკეთე, მაშინ ამერიკის საელჩოში შევხვდი ფედერალური ბიუროს წარმომადგენელს და მისგან ვიცი, რომ ეს არის ერთადერთი დასკვნა და სხვა არ არსებობს. ვთქვათ, რომ მაინც არსებობს სხვა დასკვნა, რომელზეც სააკაშვილი მიგვანიშნებს, რისთვის სჭირდებოდათ ის, რომ სააკაშვილს საფლავში ჩაეტანა, როცა ის ამის გაკეთებას აშკარად არ აპირებს? როცა ფედერალური ბიურო საქართველოში ჩამოვიდა, მაშინ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი უკვე დაკრძალულები იყვნენ. ამიტომ, რაც ასეთი კვლევისთვის არის საჭირო, ამისთვის მასალას ვერ აიღებდნენ”. თუ აქვე სააკაშვილის თვისებასაც გავითვალისწინებთ, “ფეხზე დაიკიდოს” საკუთარი იმიჯი და გავიხსენებთ, როგორ აგინებდა უცხოური ტელეკამერების წინ საკუთარ დაცვას, რომელმაც დროზე ვერ გაიყვანა გორში დაბომბილი ტერიტორიიდან, ან კიდევ ჩართული კამერის წინაშე ღეჭავდა ჰალსტუხს, რთული წარმოსადგენია, რომ ის საკუთარი თავისუფლების საფრთხის ფასად ჟვანიას სახელს უფრთხილდება, მით უმეტეს, რომ მათი არაკეთილსაიმედო ურთიერთობის შესახებ ყველასთვის ისედაც კარგად იყო ცნობილი. თუმცა, რთული წარმოსადგენია, ეჭვი შეიტანო მიშა მაჭავარიანის, ან ხათუნა გოგორიშვილის ემოციურ გულწრფელობაში. ამიტომაც, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მათთვის, მართლაც, ის არის ცნობილი, რაც ცნობილია და როგორც ჩანს, მიზანმიმართულადაც”, – წერს გაზეთი “პრაიმტაიმი”.