რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო

9 ათასამდე არტილერისტი და 3 ათასამდე ერთეული სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი მონაწილეობს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში, რომლებიც რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყირიმში იმართება. წვრთნები სომხეთის ტერიტორიაზეც ტარდება.
„ერთი თვის განმავლობაში არტილერისტები წვრთნებზე პროფესიული მომზადების დონეს გააუმჯობესებენ, ისინი მონაწილეობას მიიღებენ მოტომსროლელთა და სატანკო შენაერთების მხარდაჭერის წვრთნებში. სააერტილერიო ცეცხლის მართვის პულტებზე წვრთნებს განსაკუთებული ყურადღება დაეთმობა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. წვრთნების დასკვნით ეტაპზე „გრადის“, სმერჩისა“ და „ურაგანის“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლა შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები