რუსეთმა ე.წ. აფხაზეთს დაფინანსება ფაქტობრივად შეუწყვიტა

რუსეთმა 2015 წელს ერთობლივი სოციალურ ეკონომიკური პროგრამების დაფინანსება აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას ფაქტობრივად შეუწყვიტა.
რუსეთის მიერეკონომიკური წინსვლისთვის დაპირებული 3,7 მილიარდიდან, მარიონეტულმა რეჟიმმა ამ დრომდე მხოლოდ 127 მილიონი რუბლი მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ბეჭდური მედია აფხაზეთის ე. წ რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას სახელმწიფო კრედიტის საკუთარი ფულით დაფარვა უწევს. კრედიტი დე ფაქტო რეჟიმმა 2010 წელს რკინიგზის რეკონსტრუქციის გამო აიღო. თავად რკინიგზის რეკონსტრუქციის საჭიროება კი რუსეთში ინერტული მასალების გასატანად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები