7 და 8 აგვისტოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით 7 და 8 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „საზღვარს“ ჩაკეტავს. როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურში განუცხადეს, ამ დღეებში მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა არ ექნებათ. ამ ინფორმაციის მიხედვით, საოკუპაციო ხაზზე ადამიანების გადასვლის პროცესი 9 აგვისტოდან აღდგება. ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ინტერესებიდან“ გამომდინარე იყო მიღებული.
ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები