თემურ ნადარაია – საქართველო გალის რაიონში აგრესიულ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს
საქართველოს მხრიდან გალის რიონში აგრესიული ეკონომიკური ექსპანსია ხორციელდება. ამის შესახებ, სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტობრივად ეს რაიონები საქართველოს „სანედლეულო დანატამად“ არის გადაქცეული და იქ თხილის ბიზნესი აქტიურად ხორციელდება. ასევე, მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტრაბანდული ხორცის, რძის ნაწარმის და სხვა საქონლის მიწოდება.
ნადარაიამ ასევე აღნიშნა, რომ გალის რაიონის მოსახლეობა საქართველოს საინფორმაციო სივრცეში იმყოფება „ყველა გამომდინარე შედეგით“.
თემურ ნადარაიამ ასევე აღნიშნა, რომ გალის რაიონი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით სოხუმის შემდეგ მეორე ადგილზეა, ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ჩამორჩენილი მხარეა და იქ ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე.