რუსეთის საზღვარზე განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა დაკავებული
მდინარე ფსოუზე, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. საზღვარზე განსაკუთრებით საშიში დამნაშავეა დაკავებული. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ კრასნოდარის მხარის სასაზღვრო სამსახურში შეატყობინეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი, რომლის სახელი და გვარი არ სახელდება, რამდენიმე მკვლელობაში და სხვა მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამჟამად დაკავებული სოჭშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.