„უკრინფორმი“ მიხეილ სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს (ვიდეო)

უკრაინული სააგენტო „უკრინფორმი“ მიხეილ სააკაშვილს სოცრუეში ადანაშაულებს. სააკაშვილმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების გასატარებლად პოლიტიკური ნება არ გააჩნია.
„რეფორმების საერთაშორისო საბჭო აცხადებს, რომ ეს ციტატები სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ სინანულს გამოვთქვამთ, რომ წამყვანი უკრაინული სააგენტოები ამ ინფორმაციას გადაუმოწმებლად ვრცელებენ“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამის შემდეგ „უკრინფორმმა“ საკუთარი ინფორმაციის დასადასტურებლად სააკაშვილის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა.
„ჩვენ არ ვაპირებდით მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებას. მას რომ მოემართა ჩვენთვის, უბრალოდ ინფორმაციის კორექტორებას მოვახდენდით. მაგრამ, მან ტყუილში დაგვადანაშაულა და ამიტომ თავს ვიცავთ“, – განაცხადა „უკრინფორმის“ მიმომხილველმა ლანა სამოხვალოვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები