დევიდ კემერონის მოწინააღმდეგეებმა ლონდონის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. 100-დე მომიტინგეს პლაკატები ჰქონდათ, რომლითაც ისინი მთავრობიდან „კონსერვატორების“ გაყრას მოითხოვდნენ.
პოლიციამ დაუნინგ-სთრითზე დემოსტრანტების მისვლა აღკვეთა. ამის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს. ოთხმა სამართალდამცველმა დაზიანება მიიღო. პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. ერთ- ერთ დაკავებულს პოლიციაზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენეს. ანტისამთავრობო აქციები დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. იქ მიტინგები შეტაკებების გარეშე დასრულდა.