უკრაინა რუსეთს 350 მილიარდი დოლარის კომპენსაციას მოსთხოვს (ვიდეო)

უკრაინა რუსეთისგან 350 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს დონბასში სამხედრო მოქმედებებისთვის კომპანსაციის სახით. ამის შესახებ უკრაინის „მე-5 არხის“ ეთერში უკრაინის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბოროვიკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანხა დაახლოებით ქუვეითის მხრიდან ერაყის მიმართ ფინანსურ პრეტენზიებს უდრის სადამ ჰუსეინის მიერ 1991 წელს განხორციელებული აგრესიის შემდეგ.
„მაშინ ქუვეითმა ერაყისგან კომპოენსაციის სახით 320 მილიარდი დოლარი მოითხოვა. თუ ჩვენ მაშინდელ და ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის ამჟამინდელ აგრესიას ერთმანეთს შევადარებთ, დაახლოებით ერთი და იგივე თანხა გამოვა“, – აცხადებს უკრაინელი მაღალჩინოსანი. მისი თქმით, კიევის ფინანსური მოთხოვნების ზუსტი ოდენობა ჯერ კიდევ დასათვლელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები