ოზურგეთის მერის მიერ საკუთარი თანამშრომლების ცემის ფაქტს პრესსამსახურში უარყოფენ

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ოზურგეთის მერის მიერ საკუთარი თანამშრომლების ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.
როგორც უზურგეთის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ხათუნა შარაძემ „კვირას“ განუცხადა, აღნიშნულ ფაქტს მერიაში ადგილი არ ჰქონია.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მერმა საკუთარ თანამშრომლებს სცემა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს არის დეზინფორმაცია. თანამშრომლებმა საკუთარი ნებით დატოვეს სამსახური“, – განაცხადა ხათუნა შარაძემ.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ საკუთარი თანამშრომლები სცემა, რის შემდეგაც მათ სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებები დააწერინა და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები