ირაკლი სესიაშვილი: არ მგონია, მინისტრთა კანდიდატების შემადგენლობა შეიცვალოს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატები უცვლელი შემადგენლობით წარედგინებიან პარლამენტს.
„არ მგონია, რომ რაიმე ცვლილებები მოხდეს. იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც გადაეგზავნა პრეზიდენტს, ასევე იქნება, ალბათ, წარდგენილი პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები