თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ.
მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილება უწყდებათ მოადგილეებსაც და მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან, ვიდრე თავდაცვის მინისტრი ახალ მოადგილეებს დანიშნავს.
რა საკადრო ცვლილებების განხორციელებას აპირებს ამ მიმართულებით თინა ხიდაშელი, ჯერ უცნობია. თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელის თქმით, ამის შესახებ მომავალი კვირის განმავლობაში ისაუბრებს.
ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეების მოვალეობას ასრულებენ: გოჩა რატიანი, ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი.