პრემიერის მიერ დანიშნული სამი ახალი მინისტრი შესაბამის უწყებებში უკვე მივიდა

პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სამი ახალი მინისტრი შესაბამის უწყებებში უკვე მივიდა.
თინა ხიდაშელი, რომელიც, პრემიერის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ამ წუთებში თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ხვდება.
გარემოს დაცვის სამინისტროში მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. გიგლა აგულაშვილი უწყებაში ყოფილ მინისტრთან ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ხვდება. ლევან ყიფიანი ხეჩიკაშვილს თანამდებობას გადააბარებს და სამინისტროს საქმიანობას გააცნობს, რის შემდეგაც ხეჩიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამრომლებთან გაცნობით შეხვედრას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები