ტარიელ ხეჩიკაშვილი ყოფილ მინისტრს – ლევან ყიფიანს ხვდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ყოფილ მინისტრს- ლევან ყიფიანს ხვდება.
ყოფილი მინისტრი მის შემცვლელს თანამდებობას გადააბარებს და სამინისტროს საქმიანობას გააცნობს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამრომლებთან გაცნობით შეხვედრას გამართავს. “მზად ვარ, რომ სამინისტროს ყველა თანამშრომელი გავიცნო, უამრავი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი და ის ტემპი, რომელიც იყო, არათუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ასევე უნდა ვიმუშაოთ ახალ პროექტებზეც”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები