კახა კალაძე: თავდაცვის მინისტრის ცვლილება კოალიციის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის ცვლილება კოალიციის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით ეს გადაწყვეტილება კოალიციამ კონსულტაციების შედეგად მიიღო და “რესპუბლიკური პარტიის” მხრიდან რაიმე სახის ულტიმატუმს ადგილი არ ჰქონია.
“თავდაცვის მინისტრის ცვლილება განპირობებული იყო კოალიციის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილებოდა ესა თუ ის კანდიდატურა ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება ერთიანი მოსაზრებით იქნა მიღებული. გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პრემიერ-მინისტრმა, მე მივესალმები”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები