ნოდარ ხადური იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა. სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, ქეი იანაგისავას, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები და JICA-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები.
ფინანსთა მინისტრმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ, ასევე ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე. იმსჯელეს ეკონომიკის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, საინვესტიციო პოტენციალის გამოყენებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივებზე. დღესვე, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები