ზურაბ ტყემალაძე პარლამენტში ეკონომიკური გუნდის ცალკე მიწვევის საჭიროებას ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე პარლამენტში ეკონომიკური გუნდის ცალკე მიწვევას საჭიროდ არ მიიჩნევს. ამის შესახებ ტყემალაძემ ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლისტაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ტყემალაძის თქმით, მთავრობის დამტკიცების პროცესში ეკონოკური გუნდის ცალკე მოსმენა ისედაც გაიმართება.
„არ მგონია, ამ ეტაპზე საჭირო იყოს ეკონომიკური გუნდის ცალკე მოწვევა. მთავრობის დამტკიცების პროცესში ისედაც მოხდება ცალკე მოსმენა და ყველას ექნება საშუალება, დასვას ის კითხვა, რა კითხვაც აქვს“ – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. პოლიტსაბჭოზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება, მთავრობის დამტკიცების საკითზე მსჯელებენ.