შეხვედრა ნინო ბურდულთან

  შეხვედრების სერია: „Rich art”, რაც გულისხმობს ცნობილი ქართველი მსახიობების, რეჟისორებისა და ხელოვნებათმცოდნეების შემოქმედებით საღამოებს, გრძელდება. მათი ინიციატორი და ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. 8 მარტს ამ საღამოების ციკლით შეხვედრა მსახიობ ნინო ბურდულთან გაიმართება. მსახიობი შემოქმედებით გზაზე, საკუთარ როლებზე ისაუბრებს. პასუხს გასცემს სტუმრებისთვის საინტერესო შეკითხვებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები