სოსო გიორგაძე: რამდენიმე დღის წინ გაფორმდა ურთიერთგანზრახვათა შეთანხმება, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების დარგში თანამშრომლობას

„საქპატენტსა“ და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2023 წლის ივლისში. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ორ უწყებას შორის, როგორც კვალიფიკაციის გაცვლის, ასევე სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობას, – განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

„რამდენიმე დღის წინ გაფორმდა ურთიერთგანზრახვათაშეთანხმება, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების დარგში თანამშრომლობას. ქართული უნიკალური პროდუქტები, რომლებიც დაცულია გეოგრაფიული აღნიშვნებისა თუ ადგილწარმოშობის დასახელების სტატუსით, ბუნებრივია, იმსახურებს, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს და ქართველი მეწარმეები საჭიროებენ მხარდაჭერას, რომ აითვისონ ახალი ბაზრები.

დღემდე ასეთი პროდუქტების ჩინეთში გატანა რა თქმა უნდა ხდებოდა, თუმცა მათი იქ დაცვა, როგორც ქართული უნიკალური პროდუქტების დაცვა, ცალ-ცალკე განცხადებით და მხოლოდ კონკრეტული ვადით იყო შესაძლებელი. ახლახან გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს მუშაობას, რათა შევარჩიოთ და ურთიერთაღიარება მოვახდინოთ მხარეებს შორის ამ უნიკალური პროდუქტების, რაც საშუალებას მოგვცემს რომ ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია ისე შეიტანონ ჩინეთში და დაიცვან, რომ აღარ დასჭირდეთ ცალკეული ღონისძიებების გატარება.

ჩინეთის სახელმწიფო ისევე, როგორც საქართველოში ჩვენი ქვეყანა ჩინურ პროდუქციაზე აიღებს ვალდებულებას, რომ თვითონ დაიცავს ამ პროდუქტებს გაყალბებისგან და მათი ბაზარი იქნება დაცული“, – აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები