“ეს უსამართლო დამოკიდებულებები არა მხოლოდ აშშ-ის მხრიდან, არამედ ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნებისგან გვიჩენს მხოლოდ ერთადერთ საფუძველს, რომ როგორღაც სული შთაბერონ პოლიტიკურად გარდაცვლილ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” – კირცხალია

“ეს გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულებები არა მხოლოდ აშშ-ის მხრიდან, არამედ რიგი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან და პარტნიორებისგან, გვიჩენს მხოლოდ ერთადერთ საფუძველს, რომ როგორღაც სული შთაბერონ პოლიტიკურად გარდაცვლილ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებითაც ვნახეთ სრული ლუსტრაცია თუნდაც, „სირცხვილიამ“ რაც გააკეთა არასრულ 24 საათში”

“ვნახეთ, რომ რაღაც რაოდენობა უკვე დარეგისტრირდა. საზოგადოებაც ხომ აკვირდება ამ ყველაფერს, რომ ეს იყო ხელოვნური პროცესებით შექმნილი. აბა სხვა როგორ უნდა წარმოვიდგინოთ აშშ-სგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, რომ გამჭვირვალობა გამჭვირვალიბის წინააღმდეგი იყოს და იყოს ანტიდემოკრატიული. ეს ხომ სრული აბსურდია, ეს ხომ აბსურდის თეატრია.

მიმდინარეობს სასამართლო პროცესები დაკავებული პირების მიმართ. ბუბუტეიშვილი ახსენეთ, რომელმაც საჯარო სივრცეში, სასამართლო დარბაზში გააკეთა განცხადება და პირდაპირ ხელს ადებს ბატონ გიორგი ვაშაძეს, ერთ-ერთ სულის ჩამდგმელს, ერთ-ერთ ორგანიზატორს იმ სხვა დესტრუქციულ ძალებთან ერთად, რასაც აქ აკეთებდნენ რამდენიმე თვის წინ.

ორად გავყოთ ეს ნაწილი, ერთ-ერთი პოლიტიკური შეფასება, მეორე სამართლებრივ ჭრილში განვიხილოთ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ამას დიდი მსჯელობა არ სჭირდება. ჩვენც და საზოგადოებაც ვაკვირდებოდით პირდაპირ ეთერში თუ როგორ რანგირებულად იყვნენ ჯერ თავიანთ პარტაქტივს ამოფარებული და შემდეგ მცირეოდენ ნაწილს ახალგაზრდებისას, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით ტვინი მოუწამლეს თავიანთი უტიფარი პოპულიზმით და სამწუხაროდ, გარე პატრონებისგან დახმარებით.

ახლა მეორე, სამართლებრივი მხარე. როდესაც კეთდება სასამართლო დარბაზიდან, საჯარო სივრცეში განცხადება და შუქდება, რომ ასეთი ბრალდებაა კონკრეტული პირის მიმართ, პროკურატურა ამით უნდა დაინტერესდეს და მინიმუმ ვაშაძე, რომელსაც ბუბუტეიშვილი ადებს ხელს, უნდა გამოიკითხოს.

რაც შეეხება საზოგადოებას ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიც თუნდაც მონაწილე იყო იმ დესტრუქციის, თუნდაც მსხვერპლად იყო მონაწილე იმ დიდი სიცრუის და იმ დიდი სიბინძურის, რაც აკადრეს ჩვენს ქვეყანას არამხოლოდ აი ამ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობა“, არამედ ქვეყნის გარეთ რიგმა მათმა პატრონებმაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება და ის ახალგაზრდა ნაწილი, რომელიც პირდაპირ არ არიან აფილირებული და პარტაქტივი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, ძალიან სწორ დასკვნებს გააკეთებენ რეალურად ვისთან და რასთან ჰქონდათ საქმე ასეთი მოვლენების დროს. დარწმუნებული ვარ, მათ პასუხს გასცემენ 26 ოქტომბერს მართლაც ამ უსინდისოებს და მართლაც ამ უსამშობლოებს“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები