დავით ნარმანიას საკრებულოში დღეს ელოდებიან

მთავრობის სხდომაზე დასასწრებად დღეს კანცელარიაში დედაქალაქის მერი მივიდა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მას დღეს საკრებულოში ანგარიშით ელოდებიან. მერი სირთულეებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით მიაწვდის ის დეპუტატებს ინფორმაციას საკრებულოს სხდომაზე. „დეპუტატები იმისთვის არიან, რომ დასვან კითხვები და მე მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას. ჯერ იქნება ჩემი ანგარიში, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გასტანს და საუბარი იქნება ყველა იმ სირთულეზე, რაც გვაქვს. ასევე, მიუხედავად სირთულეებისა, რა მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და რა გეგმები გვაქვს 2015 წლის განმავლობაში”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები