ირაკლი კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და გადაბრენდილი ნაცი საუბრობს პოლიტპატიმარზე
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია „ღამის კურიერის“ ეთერში პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან სამუშიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ საპყრობილეები პოლიტიკური ტყვეებით არის გადაჭედილი.
კირცხალიას თქმით, მსგავსი განცხადებები „ღიმილისმომგვრელია“.
„მომიწია, მომესმინა განსაკუთრებით მისი ბოლო პასაჟი, სადაც საუბრობდა პოლიტპატიმრებზე, სინდისის პატიმრებზე. უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია, განსაკუთრებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი და გადაბრენდილი ნაცი როდესაც საუბრობს პოლიტპატიმარზე, ზოგადად, ციხეზე როდესაც, სინდისის პატიმარზე როდესაც საუბრობს, უბრალოდ, საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. ეს ეხება ყველას – 5-ნომრიანს, 4-ნომრიანს, 9-ნომრიანს… ეს ერთი სცენარის ნაწილი იყო თავიდან ბოლომდე, მათი ნომრები, მათი ფერები, რებრენდინგის მცდელობა მათი გარე პატრონების მხრიდან. გარე პატრონების, რომლის სახელი და გვარები, თანამდებობებიც საზოგადოებამ მათზე უკეთესად იციან. განსაკუთრებით ბოლო, 2022 წლიდან და 2024-ის არჩევნების წინა პერიოდში, როდესაც ველზე მუშაობდნენ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.