სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიაში, დრუზებით დასახლებულ ქალაქ სუვეიდაში, შეიარაღებული შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ძალადობა დამასკო-სუვეიდას დამაკავშირებელ გზატკეცილზე, დრუზი ვაჭრის გატაცების შემდეგ დაიწყო.
სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისი ძალები კონფლიქტის მოსაგვარებლად სუვეიდაში პირდაპირ ჩარევას დაიწყებენ და დრუზების ქალაქში ადგილობრივ მხარეებს უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.
მედიის ცნობით, ბედუინები და დრუზები სუვეიდაში დიდი ხანია, ერთმანეთს უპირისპირდებიან.