ზელენსკი: მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისა და ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Telegram-ში განაცხადა.

„ვისაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ძალიან კარგი საუბარი იყო. მადლობას ვუხდი უკრაინის მხარდაჭერისა და ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის, რათა შევაჩეროთ მკვლელობები და დავამყაროთ მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა. პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კარგი ურთიერთობები გვაქვს და ალიანსის ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდას ცდილობენ“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მათ განიხილეს აუცილებელი საშუალებები და გადაწყვეტილებები, რათა მოსახლეობა უკეთ იყოს დაცული რუსული თავდასხმებისგან და გაძლიერდეს უკრაინის პოზიციები.

„ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიმუშაოთ მშვიდობის მისაღწევად. შევთანხმდით, გავაგრძელოთ ჩვენი ნაბიჯების კოორდინაცია. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო! მადლობა, ამერიკა!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები