“სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს” – შსს

“სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს”, – ინფორმაცია “კვირას”, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, “მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა მიმდინარეობს”.

“ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები