აშშ-ის ელჩი ნატო-ში პუტინს აფრთხილებს: „თუ ომი გინდათ, უკრაინას შევაიარაღებთ“
რუსეთის მიერ უკრაინაზე მიმდინარე თავდასხმების ფონზე, აშშ მათთვის იარაღის სისტემების მიწოდებას გააგრძელებს – ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა .
„პრეზიდენტმა ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ძალიან ნათლად და გასაგებად უთხრა: „ჩვენ გაძლევთ მშვიდობის შანსს, მაგრამ თუ ომი გსურთ, ჩვენ უკრაინას შევიარაღებთ“,- განაცხადა უიტაკერმა.
თეთრი სახლის ლიდერმა 15 ივლისს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის, რომლის საფასურსაც ევროპელები დაფარავენ.
მან დასძინა, რომ Patriot-ის სისტემების უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება არა მხოლოდ კიევს, არამედ ამერიკის ეკონომიკასაც წაადგება.
„პრეზიდენტი ტრამპი გარიგებების ოსტატია და ვფიქრობ, მან აქ დაინახა შესაძლებლობა, რომ ამ იარაღის სისტემების წარმოებით არა მხოლოდ ცენტრალურ ამერიკაში შექმნიდა სამუშაო ადგილებს, ამავდროულად, უკრაინასაც დახმარებოდა“, – აღნიშნა უიტეკერმა.