გია აბაშიძე: უკრაინის ეროვნული ერთობის სამინისტრო, რომელსაც ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშევი ხელმძღვანელობს, კორუფციული სკანდალის გამო, შესაძლოა, გააუქმონ

,,ევროკრატიის რაღაც ანგარიშების მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა თურმე უსწრებენ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში, ამ დროს კი გადაიხრჩო ზელენსკის გარემოცვა უკრაინელთა ძარცვა-გლეჯაში. უკრაინის ეროვნული ერთობის სამინისტრო, რომელსაც ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშევი ხელმძღვანელობს, კორუფციული სკანდალის გამო, შესაძლოა, გააუქმონ”, – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ალექსეი ჩერნიშევს უკვე წარედგინა ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სასამართლომ 2,9 მილიონი ევროს ოდენობის გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ევროკრატიის რაღაც ანგარიშების მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა თურმე უსწრებენ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლაში, ამ დროს კი გადაიხრჩო ზელენსკის გარემოცვა უკრაინელთა ძარცვა-გლეჯაში.
უკრაინის ეროვნული ერთობის სამინისტრო, რომელსაც ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშევი ხელმძღვანელობს, კორუფციული სკანდალის გამო, შესაძლოა, გააუქმონ.
უკრაინული მედიის თანახმად, ჩერნიშევი პირადად კურირებდა კიევში მიწის ნაკვეთის უკანონო შესყიდვის სქემას, რამაც ბიუჯეტი 24 მილიონი ევროთი აზარალა.
მას უკვე წარედგინა ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სასამართლომ ჩერნიშევს 2,9 მილიონი ევროს ოდენობის გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები