„გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორი: სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად დაშავებულ პაციენტს ინტენსიური მკურნალობა უგრძელდება
„გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორის, სოფიო ბაბუცაძის განცხადებით,
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად დაშავებულ პაციენტს ინტენსიური მკურნალობა უგრძელდება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, პაციენტს ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.
„საბედნიეროდ, მისი დაზიანება ამჟამად ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, კონტაქტური და ადეკვატურია. პაციენტს აქვს ქალა-სარქვლის მოტეხილობა, თხემის ძვლის მოტეხილობა. იხსენებს გუშინდელ ფაქტებს ძალიან მძიმედ, კონტაქტურია, ადეკვატურია, ნევროლოგია აბსოლუტურად შენახულია, უგრძელდება ინტენსიური მკურნალობა და მოვლა“, – განაცხადა სოფიო ბაბუცაძემ.
ცნობისთვის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.