მინდია ჯანელიძის თქმით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ პრეზიდენტი ინფორმირებული იყო
თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ პრეზიდენტი ინფორმირებული იყო. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე პრეზიდენტს პირადად ესაუბრა.
“პრეზიდენტი იყო ინფორმირებული ამის შესახებ. მე პირადად მქონდა მასთან საუბარი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ჯანელიძემ. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები დროულად და ხარისხიანად ხორციელდება.