ნარმანია მერიაში კორუფციული სქემის არსებობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აბსურდულს უწოდებს

 

ჩემი ძმა ინტერესთა კონფლიქტის გამო ჯოკია ბოდოკიას ვერ დაიცავდა, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, ბოდოკიას ინტერესებს მისი ძმა არ იცავს, დაკავებული კი მისი თანასოფლელი არ ყოფილა. თბილისი მერის თქმითვე, მისი ძმა პროფესიით ადვოკატია, თუმცა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

ნარმანია ასევე აბსურდულს უწოდებს იმ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც მერიაში არსებობს სქემა და ბოდოკიას, სავარაუდოდ, თავად დავით ნარმანია და ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ლობირებდნენ.

„ეს აბსოლუტურად აბსურდული განცხადებაა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დეზინფორმაციაა ისიც, თითქოს ჩემი ძმა იცავს ჯოკია ბოდოკიას ინტერესებს. მართალია ჩემი ძმა პროფესიით ადვოკატია, თუმცა მას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ინტერესთა კონფლიქტია და ამიტომ ვერ დაიცავს მას. ამავდროულად, საქართველოშიც არ იმყოფება. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება ისეთივე სიცრუეა, როგორც გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯოკია ბოდოკია ჩემი თანასოფლელია. ის თბილისში დაბადებული და გაზრდილია. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია და, შესაბამისად, ის ჩემი თანაკლასელი, თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი ვერ იქნებოდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები