აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

,,შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა.

როგორც სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მე-10 მოწვევის პარლამენტს ბევრის გადატანა მოუხდა. მისი თქმით, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთ რთულ დროს გამოჩნდება ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები