პროკურატურა ვაზაგაშვილების საქმეზე ეჭვმიტანილებს უახლოეს პერიოდში დაასახელებს

 ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება და რამდენიმე ადამიანი იკითხება.
მისივე თქმით, ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით არის სიახლეები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მან საუბრისგან თავი შეიკავა.
„იკითხება რამდენიმე ადამიანი და სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. ანუ არის რამდენიმე ვერსია და ყველა ვერსია, ბუნებრივია, უნდა გადამოწმდეს. არის გარკვეული სიახლეები, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ვისაუბრებთ “, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები