ირაკლი ღარიბაშვილი CERN -ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში – CERN-ი საქართველოს ასოცირებული წევრის სტატუსით გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და CERN-ის გენერალურმა დირექტორმა როლფ ჰოიერმა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. გადაწყდა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა არსებული პროექტების ფარგლებში და გაფართოვდება არეალი ახალი პროექტების მეშვეობით. ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ი 21 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. CERN -ის წევრ სახელმწიფოთა ფულადი კონტრიბუცია ყოველწლიურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები