„პრეზიდენტი 1123 სოციალურად დაუცველ და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვს დაეხმარა“

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი 2014 წელს 1123 სოციალურად დაუცველ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვს დაეხმარა.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბავშვთა დაცვის მიმართულებით, საერთო ჯამში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 924 000 ლარი დაიხარჯა.
მისივე თქმით, ასევე პრეზიდენტი 2014 წელს 400-ზე მეტ მოხუცებულს დაეხმარა.
„ბავშვთა დაცვა ეს იყო მიმართულება, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდენტმა. გასულ წელს მისი სარეზერვო ფონდიდან მოხერხდა 1123 სოციალურად დაუცველი, უჯახის მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი და მძიმედ ავადმყოფი ბავშვების დახმარება. ეს იყო ჩვენი მოკრძალებული მცდელობა, დავხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს, მართლაც, განსაკუთრებით ესაჭიროებათ. განსაკუთრებული დაფასება და ყურადღება სჭირდებათ მოხუც ადამიანებს. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი 2014 წელს 400-ზე მეტ მოხუცებულს დაეხმარა. ამ მიზნით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 286 300 ლარი გაიხარჯა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები