აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქო – თბილისი -ყარსის სარკინიგზო მონაკვეთს სტრატეგიულს უწოდებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე მუშაობა დროულად დასრულდება. ის სარკინიგზო მონაკვეთის განსაკუთრებულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის პროექტის განხორციელების შედეგად, კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, თურქეთის გავლით, ახალი სარკინიგზო დერეფანი გაიხსნება. მას შემდეგ, რაც სტამბოლში ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება, ახალი სარკინიგზო მონაკვეთი საზღვაო გზით გადაზიდვის ახალ ალტერნატივას შექმნის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტით ასევე შესაძლებელი გახდება იმ დერეფნის გახსნა, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები