უცხოური მედია ღარიბაშვილ-ობამას შეხვედრას ეხმაურება

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას უცხოური მედია ეხმაურება. როგორც ამერიკული გამოცემა The Hill წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერს დაახლოებით 20 წუთი ესაუბრა და მიესალმა საქართველოში ხელისუფლების პირველ წარმატებულ, დემოკრატიულით გზით გადაბარებას. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მომდევნო ორშაბათს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
“მაგრამ, როგორც ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამბობენ, ეს ნაბიჯები არ იყო გამიზნული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პროვიცირებისთვის, უკრაინაში არსებული ქაოსის შემდეგ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მიმართ არ არის “ნულოვანი ჯამის თამაში” რუსეთთან”, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინსონის კომენტარს. როგორც ამერიკული გამოცემა The Wall StreeT Journal წერს, უკრაინაში არსებული დრამის ფონზე, ბარაკ ობამა ქართველ ლიდერს შეხვდა, აშშ-ის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა განიხილეს საკითხები, თუ როგორც უნდა გააფართოვოს ორმა ქვეყანამ სავაჭრო კავშირები. “ობამას შეხვედრა ემსახურებოდა აშშ-ის შეხედულების ხაზგასმას საქართველოზე, რომელიც მაგალითია ერთ დროს საბჭოთა რესპუბლიკის, რომელმაც ხელისუფლების წარმატებული, დემოკრატიული გადაბირება განახორციელა და დასავლეთთან ურთიერთობას ამყარებს. ობამას შეხვედრა ამის ხაზგასმა იყო”, – ნათქვამია The Wall StreeT Journal-ის სტატიაში.

წყარო :http://www.interpressnews.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები