„ეროვნული ფორუმი“ და ალასანიას პარტია კოალიციას ტოვებენ

ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და პარტია „ეროვნული ფორუმი“ კოლიცია „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებენ, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში საუბრობს. როგორც კუკავა აცხადებს, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ ელოდებიან შესაფერის მომენტს, რომ დატოვონ კოალიცია.
„დანამდვილებით გეტყვით, რომ ალასანიას პარტია და „ეროვნული ფორუმი“ არ არიან განწყობილი პოზიტიურად პრემიერის მიმართ. ეს არის 100%-ით დადასტურებული ინფორმაცია. ამიტომაც ისინი ელოდებიან შესაფერის მომენტს, თუ ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ წაიფორთხიალა, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება „ქართული ოცნების“ დაშლა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება განიცდის დელეგიტიმაციას, ლეგიტიმაციის პროცესი არის გარდაუვალი, რაც ხდება ქვეყანაში, ეს დამთავრდება პოლიტიკური კრახით. თუნდაც ის ფაქტი, რომ „ეროვნული ფორუმი“ და ირაკლი ალასანიას პარტია პრემიერის მიმართ მტრულად არიან განწყობილი, ესეც დელეგიტიმაციის ერთ-ერთი ნიშანია“, – აცხადებს კუკავა „ქრონიკასთან“ საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები