თინა ხიდაშელი: დათო ლატვიიდან დაბრუნდა, გამოკვლევები ჩაიტარა და თავს კარგად გრძნობს

 

   პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში დაბრუნდა და უახლოეს დღეებში პარლამენტში გამოცხადდება – ამის შესახებ „კვირას“ დავით უსუფაშვილის მეუღლემ თინა ხიდაშელმა განუცხადა.
როგორც თინა ხიდაშელმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, დავით უსუფაშვილი ლატვიიდან დღეს დაბრუნდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანმრთელობისთვის საჭირო გამოკვლევები ჩაიტარა. კონკრეტულად რა გამოკვლევები ჩაუტარდა პარლამენტის თავმჯდომარეს, თინა ხიდაშელს არ დაუკონკრეტებია.
„დათო დღეს ჩამოფრინდა. მან ლატვიაში ჯანმრთელობისთვის საჭირო გამოკვლევები ჩაიტარა. თავს კარგად გრძნობს. თავად ჯერ მე არ მინახავს. ის თბილისშია, შესაძლებელია ქუთაისში ხვალვე არ ჩამოვიდეს, მაგრამ უკვე ამ დღეებში პარლამენტში გამოცხადდება და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კოლეგებს დაემშვიდობა და სამკურნალოდ უცხოეთში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები