სოზარ სუბარი: თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნა აბსურდია
თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნა აბსურდია, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის შეცვლის საკითხი არც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და არც მომავალში არ განიხილება.
“თავდაცვის სამინისტრომ მოიხადა ბოდიში არასწორი განცხადების გამო და პრემიერმაც შეაფასა. რაც შეეხება გადადგომის საკითხს, ეს აბსურდია და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოთხოვნა იმ ოპოზიციური ძალის მხრიდან მოდის, რომელმაც მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ომი, მეტიც, ომი 2 დღეში წააგო და შემდეგ რუსთაველზე, ვითომ გამარჯვების კონცერტი გამართა და, ამ დროს, დაკარგული ტერიტორიების აღსანიშნავად; რომლის მთავარსარდალი ფორთხავდა ტალახსა და მტვერში და ბოდიში არ მოუხდია ქართველი ხალხისთვის და რომლის თავდაცვის მინისტრებიდან ერთი ძებნილია, ერთი ციხეში ზის, ერთი კი ძლივს გადაარჩინეს დაჭერას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.