საია-ს ახალი თავმჯდომარე ეყოლება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ამჟამინდელ თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს ანა ნაცვლიშვილი შეცვლის. ანა ნაცვლიშვილი ორგანიზაციის მეთერთმეტე თავმჯდომარეა. საია-ს წესდების თანახმად, თავმჯდომარე ყოველწლიურად გამგეობის შემადგენლობიდან აირჩევა. ანა ნაცვლიშვილი 2011-2012 წლებში დიდი ბრიტანეთის ესექსის უნივერსიტეტში სწავლობდა. მას მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.
2002-2006 წლებში თსუ-ში სწავლობდა, მინიჭებული აქვს სამართალმცოდნეობის აკადემიური ხარისხი.
2003-2004 წლებში საია-ს იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები