ბესელია გაბაშვილს: ბიუჯეტის მღრნელები თქვენ ხართ

„ბიუჯეტის მღრნელები თქვენ ხართ“ – ამ სიტყვებით მიმართა ეკა ბესელიამ კოლეგას გიორგი გაბაშვილს ტელეკომპანი „რუსთავი 2“-ს ეთერში გადაცემა „არჩევანის“ მსვლელობისას. ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ყოფილი ხელისუფლების პერიოდის ნეპოტიზმის ფაქტები გაახსენა.
„როგორც არ უნდა გაწითლდეს ბატონი გაბაშვილი, ვითომ სიბრაზისგან, ბულდოზერებით ეკლესიის დანგრევა დაიწყეს ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან და შტურმით აიღეს უნივერსიტეტი, პროფესორ-მასწავლებლებს სპეცოპერაცია ჩაუტარეს. როდესაც კორუფციაზე ლაპარაკობთ, ჯერ ეს ერთი ბოდიში მოიხადეთ, ჩემი ოჯახის არცერთი ნათესავი და არცერთი წევრი საჯარო სამსახურში არ არის. თქვენგან განსხვავებით, სადაც ცოლები, ცოლის ნათესავები, სიდედრები, სიძეები, ყველა დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში და დღესაც არიან სამწუხაროდ. ჩვენ, პარლამენტში რომ მოვედით გავაუქმეთ ყველა პრემია, რომელიც უკონტროლოდ რიგდებოდა. სწორედ ჩვენ ვართ იმ მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც იმ პრემიებს არ ვიღებთ. არც ჯიპებით დავდივართ და არც ფუფუნებით ვცხოვრობთ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები