დავით ნარმანია: სოციალური მეწარმეობა ძალიან საინტერესო მიმართულებაა

თბილისის მერი დავით ნარმანია სოციალური საწარმოების მესამე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია თბილისის მერიის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა.
როგორც “კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ფორუმში თბილისის მერიის, სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მეორე ნაწილი თბილისის მერმა გახსნა. დავით ნარმანიამ სექტორებს შორის თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის შესაძლო სფეროებზე და მექანიზმებზე ისაუბრა. “სოციალური მეწარმეობა ძალიან საინტერესო მიმართულებაა. სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების ან სოციალური მზრუნველობის მქონე ადამიანები მუშაობენ და ქმნიან პროდუქციას, რომელიც ბაზარზე იყიდება. საინტერეოა იმით, რომ ეს ადამიანები იღებენ შემოსავალს და მუდმივად არიან დატვირთულები და აკეთებენ იმ საქმეს, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ. თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს თბილისში მოქმედ სოციალურ საწარმოებს და მომავალშიც გავაგრძელებთ მხარდაჭერას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სოციალური საწარმოების კონფერენცია მესამე წელია იმართება. წელს ფორუმის მთავარი თემა სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობაა. ღონისძიების მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური მიზნების მქონე ბიზნეს-მოდელის განვითარება და ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები