იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს წევრის ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტმა პარლამენტს ამჯერად ნინო თათრულაიძის და დიმიტრი ჯავახაძის კანდიდატურები შესთავაზა. აქედან თათრულაიძეს მხარი კომიტეტის ერთმა წევრმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა სამმა მისცა.
რაც შეეხება ჯავახაძეს, მას კომიტეტის ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგ ორმა მისცა ხმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, კანდიდატები პარლამენტს წარედგინება და საკითხი უახლოეს სესიაზე გავა.