თეა წულუკიანი: საქართველო და რუსეთი აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო შესაგებლებს 31 დეკემბერს წარადგენენ

31 დეკემბერს საქართველო და რუსეთი აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საბოლოო შესაგებლებს წარადგენენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყების ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საბოლოო შესაგებლების წარდგენის შემდეგ ზეპირი განხილვა დაიწყება.
„ჩვენ ვაგრძელებდით დავას სახელმწიფოებრივ სარჩელებზე სტრასბურგში. პირველი დავა რუსეთთან წარმატებით დასრულდა, მეორე დავის ფარგლებში კი, რომელიც აგვისტოს ომს ეხება, 31 დეკემბერს ორივე მხარე – საქართველო და რუსეთი წარვადგენთ საბოლოო შესაგებლებს და, ალბათ, მომავალ წელს უკვე წარვდგებით ზეპირ სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს წინაშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები