რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ვასილ ხიდაშელი თავისუფალია

რუსი ოკუპანტების მიერ 20 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ვასილ ხიდაშელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნნიშნული.
უწყების ინფორმაციითვე, შს სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებას აგრძელებს გორის რაიონის სოფელ კირბალთან იმავე დღეს დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილის გასათავისუფლებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზის“ საშუალებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები