დავით სუჯაშვილი და გიორგი ზედელაშვილი იუვალ ფუქსს შეხვდნენ
დღეს, საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი და მდივნის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუვალ ფუქსს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. ასევე, იმედი გამოთქვეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ. „განვიხილეთ თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ისრაელთან თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება, კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული პლატფორმები განისაზღვრება, რომელთა მიხედვითაც თანამშრომლობის პროცესი წარიმართება“,- განაცხადა საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, დავით სუჯაშვილმა.